კახეთში, სოფელ აკურაში 1 კაცი მოკლეს და 2 დაჭრეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, კამათი მეზობლებს შორის მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ორმა პირმა მეზობელი მამაკაცი და მისი შვილი სცემეს, რის შემდეგაც, 60 წლამდე ასაკის კაცმა სანადირო თოფიდან სამი გასროლით მოკლა მეზობელი, დაჭრა მისი ძმა და შემთხვევით საკუთარი შვილი.
დაჭრილები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ ოპერაცია ჩაუტარდათ.