მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ და ქალიშვილმა კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.
"მოვინახულეთ მიშა. ბოლოს საქართველოში დაბრუნების წინ ვნახეთ და რა თქმა უნდა, მთელი ეს ხანი ძალიან ენატრებოდა ბავშვი, ძალიან უნდოდა მისი ნახვა. აჩვენა ყველაფერი, რამდენი რამე ისწავლა, როგორ მღერის, როგორ ითვლის, ანბანს როგორ ამბობს, მოეფერა და ძალიან ბედნიერი იყო.
ჩემთვის პირადად ძალიან მძიმე იყო ამ პირობებში მისი ნახვა", - განაცხადა სოფო ნიჟარაძემ კლინიკის დატოვების შემდეგ.