რუსთავში რამდენიმე ახალდარგული მცენარე მოიპარეს

2022-05-18 14:00:04

ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდზე ახალდარგული მცენარეები მოიპარეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავსერვის ცენტრში განუცხადეს, მოპარულია 4 ძირი მცენარე, რომელთა შორისაც 2 აუკუბაა, 1 პიტოსმორუმი, 1 გვია.

მათი თქმით, მოპარული ნერგები ახლით უკვე ჩაანაცვლეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები