გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 მაისს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, ფალიაშვილის, შარტავას, კლდიაშვილის, თბილისის, ახმეტელის, ვაჟა-ფშაველას, ტაშკენტის, მაჩაბელის, ლეონიძის, მესხიშვილის, თოდრიას ქუჩებზე, მე-7, მე-7ა, მე-7 ბ, მე-15, 21-ე კვარტლებში. 11:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს მე-18, მე-19, მე-13 მიკრო რაიონებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.