რუსთავის ცენტრალურ მოედანზე მე-7 საჯარო სკოლის პირველ და მეორე კლასელმა მოსწავლეებმა პერფომანსი შეასრულეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" პერფომანსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თეა ხუციშვილმა განუცხადა, პერფომანსი შემაჯამებელი ღონისძიება იყო პროექტის, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს ნარჩენების მართვა ასწავლეს.
"ამ ღონისძიებით ვისწავლეთ ნარჩენების მართვა, ის თუ როგორ შეიძლება უსარგებლო ნივთები ვაქციოთ სასარგებლოდ გადანაწილებითა და შემდეგ ხელახალი გადამუშავებით და ახალი ნივთების მიღებით.
მე-7 სკოლაში პროექტი გვქონდა, როგორ ვმართოთ ჩვენი ნარჩენები და ვაჩუქოთ ერთმანეთს ახალი სიცოცხლე, ძველ ნივთებს როგორ შთავბეროთ ახალი სიცოცხლე ისე, რომ დედამიწა დავიცვათ დაბინძურებისგან.
გვქონდა შემაჯამებელი პერფომანსი. დედამიწის დაარსების დღიდან დღემდე რა გამოვიარეთ, გაუფრთხილებლობამ როგორ მიგვიყვანა ბუნებრივ კატაკლიზმებამდე და როგორ შეიძლება ამისგან თავიდან არიდება, თუ ჩვენ სწორ მოქალაქეებად ვიქცევით",- განაცხადა თეა ხუციშვილმა.