საავტომობილო შეზღუდვა

2022-05-17 19:08:29

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 18 და 23 მაისს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 18 მაისის 08:00 სთ-დან 21 მაისის 08:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 23 მაისის 08:00 სთ-დან 25 მაისის 08:00სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.