უბედურ შემთხვევას ორსული ემსხვერპლა

2022-05-16 16:28:05

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში ორსული გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ქალი ნათლობაში იმყოფებოდა, სადაც შეუძლოდ გახდა.

ახალგაზრდა ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.