გაიზრდება თუ არა პურის ფასი

2022-05-16 15:35:50

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, არსებული გარემოპირობებიდან გამომდინარე პურის გაზრდის წინაპირობა არ არსებობს.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში ხორბლის მარაგზე და მისი განმარტებით, გარკვეული რაოდენობის მარაგი არსებობს.

"ფქვილი არის. სასურსათო უსაფრთხოების კუთხით პრობლემა მოსახლეობას არ აქვს. ჩვენთვის მთავარი ამოსავალია, რომ იყოს ხელმისაწვდომობა პურის და ასევე იყოს, რაც შეიძლება, ხელმისაწვდომი ფასები. რა თქმა უნდა, გაზრდა არ არის საზოგადოებისა და მთავრობის ინტერესში. ამიტომ ჩვენ, რომ ხელოვნური ბარიერები შევქმნათ ამ შემთხვევაში ფქვილის იმპორტის, მიუღებელია. ამაზე პრემიერმა გააკეთა განცხადება. მთავარია ჩვენ გვქონდეს დეტალური მონიტორინგი, რომ სასურსათო უზრუნველყოფა მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის და ეს ასეც იქნება. ამაზე პასუხისმგებლობა აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ვფიქრობ ძალიან კარგად ართმევენ თავს. რაც შეეხება ხორბალს, გარკვეული მარაგი არის. საქართველო დღეს არის ტრანზიტული ქვეყანა, რომლის საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დაინტერესებულია მათ შორის ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნები. ჩვენს კოდირორებში ხორბალი მოძრაობს და ქვეყანას არ აქვს პრობლემები.

პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის, თუ გარემოფაქტორები შეიცვლება, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ამ გარემოფაქტორების გათვალისწინებით დღევანდელ ვითარებაში ამას არ აქვს წინაპირობა",- განაცხადა დავითაშვილმა.