რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ე.წ გაჩიანის ხიდთან უბედური შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილში მყოფი 60 წლამდე მამაკაცი ცუდად გახდა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, კაცს პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ადგილზე მედიკოსებთან ერთად მობილიზებული იყო სამართალდამცავთა ეკიპაჟები.