საქართველოში მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 8-წლიან მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 3 თვეში 6,270 მლნ აშშ დოლარის (2,293 ტონა) ე.წ second hand-ის იმპორტი განხორციელდა, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
უფრო კონკრეტულად, 2021 წელის ანალოგიურ პერიოდში (იანვარი-მარტი) საქართველომ 3,907 მლნ აშშ დოლარის (1,716 ტონა ) მეორადი ტანსაცმელი შეიძინა, 2020 წლის 3 თვეში - 4,825 მლნ აშშ დოლარის (1,655 ტონა), 2019 წელს (იანვარ-მარტში) - 5,034მლნ აშშ დოლარის (1,450ტონა), 2018 წლის 3 თვეში - 5,249 მლნ აშშ დოლარის (1,679 ტონა), 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში - 4,720 მლნ აშშ დოლარის (1,663 ტონა), 2016 წლის იანვარ-მარტში - 3,515 მლნ აშშ დოლარის (1,040 ტონა), 2015 წლის 3 თვეში კი - 4,821 მლნ აშშ დოლარის (1,364ტონა).
ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ 2022 წლის იანვარ-მარტში მეორადების იმპორტი განახორციელა: