ვაკანსიები რუსთავის სკოლებში

2022-05-14 15:12:39

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლაში მუშაობის მსურველთათვის ვაკანსიები გამოაცხადა.

რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ამ ეტაპზე შემდეგი ვაკანსიებია დარჩენილი:

1. სკოლის ექიმი - სკოლა "ჩირაღდანი", განცადებების მიღების ბოლო ვადაა 20 მაისი;

2. მასწავლებელი/მაძიებელი - ფიზიკური აღზრდა და სპორტი, სკოლა "მილენიუმი", განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი;

3. მასწავლებელი/მაძიებელი - ფიზიკა, სკოლა "მილენიუმი", განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი;

4. ბიბლიოთეკარი - სკოლა "მზეკაბანი 2", განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 20 მაისი;

5. IT სპეციალისტი - სკოლა "მილენიუმი", განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი.

ვაკანსიებს, რომლებიც ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაძიებელ მასწავლებლებს შეუძლიათ თვალი ადევნონ Teacherjobs.ge-ზე.