სამტრედიაში მაშველებმა რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარე გუბისწყალში იპოვეს.
60 წლის მამაკაცი 8 მაისს საქონლის სამწყესად წავიდა, რის შემდეგაც შინ აღარ დაბრუნდა.
ამ დროის განმავლობაში მისი სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა.
ცხედარი ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.