13 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა და გარდაიცვალა

2022-05-14 13:13:33

ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, 13 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა. მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დამატებითი დეტალების გარკვევას სინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.