ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარციხეში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.