საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს. ოჯახის წევრებისა ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას სათანადო მკურნალობა სჭირდება.
კლინიკა "ვივამედი"ს მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავტომობილებია მობილიზებული და ტერიტორია ორივე მხრიდან ე.წ. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.