პოლონეთში სამუშაოდ წასული 22 წლის ბექა ტაბაღუა მოკლული იპოვეს.
მას სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული.
ოჯახისთვის უცნობია, თუ ვინ იპოვა ცხედარი, ისინი არც სხვა დეტალებზე ფლობენ ინფორმაციას.
შვილის გარდაცვალების შესახებ მშობლებს წუხელ, გვიან ღამით აცნობეს.