ხაშურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა კაცს ავტომობილი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.