მდინარეში ახალგაზრდა ქალი გადავარდა

2022-05-10 15:33:51

ახალციხეში ახალგაზრდა ქალი მდინარე ფოცხოვში გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, ქალის ამოყვანა გამვლელმა შეძლო, რის შემდეგაც ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "იმედში" გადაიყვანა.

კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, კლინიკაში ქალი უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.

მას ჩაუტარდა შესაბამისი გადაუდებელი დახმარება, რის შემდეგ გონზე მოვიდა. გრძელდება შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა.