თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ე.წ. დირსის დასახლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩატარდა.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე 2 პირი დააკავეს. მათი დაკავება სავარაუდოდ, ნარკორეალიზაციას უკავშირდება.
საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.