საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა.
მთავრობამ რამდენიმე პროექტი მოიწონა. მათ შორისაა მზის, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების პროექტები.
პროექტების დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ, ხოლო ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარია.
სხხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა რამდენიმე ლოკაცია, სადაც პროექტები განხორციელდება, ესენია: გორის მიმდებარე ტერიტორია, ქსანი და ასპინძა.