რუსთავში, მე-14 მიკრორაიონში მეზობელმა სამკერვალოს უჩივლა. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, ქალს საკერავი მანქანის ხმა აწუხებდა.
"ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში განუცხადეს, რომ ობიექტი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული, მომჩივანი კი მესამე სართულზე ცხოვრობს.
მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ადგილზე დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. მათი ინფორმაციით, სამკერვალოში, სამუშაო პროცესში წარმოქმნილი ხმა დასაშვებ ნორმას არ აღემატებოდა.
ფაქტთან დაკავშირებით, ობიექტის მესაკუთრის არც გაფრთხილება და არც დაჯარიმება არ მომხდარა.