რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში მოტოციკლეტი მოიპარეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" მოტოციკლეტის მეპატრონე აცხადებს, დილის საათებში სახლიდან ეზოში რომ ჩავიდა, მოტოციკლეტი აღარ დახვდა.
"დილით რომ ჩავედი მოტო აღარ დამხვდა. დაახლოებით 2000 ლარიანი მოტოციკლეტია",- აცხადებს მეპატრონე.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე აცნობა სამართალდამცავებსაც და გამოძიება.