რუსთაველი ნატალია ბლიაძე სამშობლოში დაბრუნდა.
მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და საპატრიარქოს ჩოხოსანთა რუსთავის სადროშოს წევრები დახვდნენ.
ნატალიას 2 წლის წინ მძიმე დიაგნოზი ოსტეოგენური სარკომა დაუდგინდა. მის დასახმარებლად მთელი ქალაქი გაერთიანდა, რის შემდეგაც გოგონა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამკურნალოდ გაემგზავრა.
ბოლო თვეების განმავლობაში ნატალია ისრაელში გადიოდა მკურნალობას და საბოლოოდ მან დაავადების დამარცხება შეძლო.