პოლიციამ ზუგდიდში სპეცოპერაციის დროს 2 პირი დააკავ.
დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და შემოტანაა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ორი პირი მაშინ დააკავა, როდესაც სარფიდან ზუგდიდში მიდიოდნენ. ავტიმობილიდან ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.