ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მწვავე ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა შემთხვევით სადილში მარილის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პესტიციდი ჩაყარა, რაც ინტოქსიკაციის მიზეზი გახდა.
ოჯახის ორი წევრი და მათთან სტუმრად მყოფი მეზობელი ხაშურში, ევექსის კლინიკაში გადაიყვანეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, პაციენტები თბილისში სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.