ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2022-05-07 18:27:28

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.