შუამთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, საპოლიციო ღონისძიება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება.
არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის მიზანი 2 პირის დაკავებაა. მამაკაცები 3 კვირის განმავლობაში იძებნებოდნენ.