ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

2022-05-07 12:53:25

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შემთხვევის დროს ადგილზე დაიღუპა 24 წლის ბიჭი.

დაშავდა კიდევ ერთი 19 წლის ახალგაზრდა, თუმცა მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.