ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა

2022-05-06 20:13:52

წყნეთი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.

ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

არაებული ინფორმაციით, გარდაცვლილია მსუბუქ ავტომობილში მყოფი პირი.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება.