ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2022-05-06 19:21:50

მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ხაიშთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 22 წლის ბიჭი დაიღუპა.

შემთხვევის დროს ასევე დაშავდე ავტომობილში მჯდომი მეორე მგზავრიც.