რუსთავის ციხესთან "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საავტომობილო კოლონა თბილისიდან #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ მივიდა.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე საქართველოსა და უკრაინის დროშები გაშალეს და დროებით რუსთავი-გარდაბნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაიკეტა.
აქციის მონაწილეები მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად "მიშა, მიშა" და "თავისუფლება მიშას" სკანდირებენ. ისინი სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.
ციხესთან შეკრებილებს სიტყვით "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მიმართავენ.