ესპანეთში ხანძარს 3 ქართველი ემსხვერპლა

2022-05-05 12:19:04

ესპანეთში ხანძრის შედეგად 3 ქართველი დაიღუპა. ესპანური გამოცემის თანახმად, ცეცხლი ქალაქ ბარსელონაში, ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა.

გარდაცვლილებს შორის არიან ძმები, 27 და 22 წლის ბიჭები.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ყოფილმა ბინადარმა განზრახ გააჩინა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ძმები სამტრედიიდან იყვნენ და ესპანეთში სამუშაოდ დაახლოებით, ორი თვის წინ წავიდნენ.