მგზავრები რუსთავიდან თბილისში წასვლას ვერ ახერხებენ.
კომპანია "ინტერტრანსის" კუთვნილ 3 სადგურზე მიკროავტობუსების დეფიციტია.
უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის, რკინიგზის სადგურისა და დიდუბის მიმართულებით მგზავრები დროულად გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
ხალხმრავლობაა შარტავას მოედანთან არსებულ გაჩერებაზეც.
"ინფო რუსთავი" შეფერხების მიზეზებს არკვევს.