რუსთაველი მორაგბეები ნახევარფინალისთვის ემზადებიან

2022-05-04 22:37:36

რუსთაველი მორაგბეები ნახევარფინალური მატჩისთვის ემზადებიან. სარაგბო კლუბ "რუსთავის" მოთამაშეებმა დღეს მატჩისწინა ვარჯიში რაგბის სტადიონზე გამართეს.

შეხვედრა, რომელიც კვირას შედგება, გადაწყვეტს გუნდის ჯერ ფინალში, შემდეგ კი უკვე ლიგა 1-ში გადასვლის ბედს.

როგორც ერთ-ერთმა მოთამაშემ, ნიკა ბეჟუაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, გუნდი საჩემპიონო მოტივაციით ითამაშებს ნახევარფინალურ მატჩს.

"დღეს ვატარებთ ვარჯიშს და კიდევ დაგვრჩა რამდენიმე ვარჯიში ნახევარფინალამდე. ერთი თამაში უკვე გვქონდა, ფოთში გასვლა და ეს თამაში დამთავრდა ფრედ, ახლა კი გვაქვს მეორე შეხვედრა, ოღონდ სახლში ვიღებთ ფოთის გუნდს. ეს მატჩი გადაწყვეტს, ვინ გავა ფინალში, შემდეგ ფინალში ვინც გახდება ჩემპიონი, ადის უფრო მაღალ, პირველ ლიგაში. ამ გუნდის ჩამოყალიბებიდან ჩვენი მიზანი იყო ჩემპიონები გავმხდარიყავით.

გვიგულშემატკივრეთ, გუნდის მოტივაცია უმაღლეს დონეზეა,  შეიძლება ითქვას, რომ საჩემპიონო მოტივაცია გვაქვს", - აცხადებს ნიკა ბეჟუაშვილი.

მატჩი რუსთავის რაგბის სტადიონზე 8 მაისს, 13:00 საათზე დაიწყება.