ავარიის შედეგად 6 პირი დაშავდა

2022-05-04 18:40:03

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევისა 6 ადამიანი დაშავდა. არებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ისინი ქობულეთში კლინიკა "ევექსში"არიან გადაყვანილი. დაშავებულთა შორის ორი არასრულწლოვანია.

ექვსი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რაც შეეხება ბავშვებს, ისინი თავს კარგად გრძნობენ და სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, აღნიშნულ ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.