მიწისძვრა

2022-05-04 11:39:40

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის ცნობით, 3.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 02:43 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.