თელავის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლამდე ქალი და ბავშვი გაჩერებაზე იდგნენ, რა დროსაც სწრაფად მიმავალი ავტომანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, შემდეგ კი 9 წლის ბავშვს.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი უმძიმესი მდგომარეობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე პოლიცია მობილიზებული. დაშავებულია არასრულწლოვანი. შემთხვევა სოფელ ქვემო ხოდაშენში მოხდა.