რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-05-02 19:41:51

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 მაისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში მე-11, მე-12, მე-16, მე-17, მე-18, მე-19 მიკრორაინებში, შევჩენკოს, კლდიაშვილის, 9 ძმა ხერხეულიძის, მარჯანიშვილის, ტაბიძის, ტურგენევის, სანაპიროს, დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე. 13:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს კოსტავას, სპორტის, მშენებელთა, 1 მაისის, ნიკოლაძის, ბოსტანქალაქის, ფიროსმანის, დუმბაძის, რუსთაველის, ლევან იოსებიძის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.