რუსთავში 3 მაღაზია დააჯარიმეს

2022-04-02 18:17:03

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აპრილის თვეში რუსთავში 3 ობიექტი დააჯარიმა.

დაჯარიმებულ ობიექტებს შორის სამივე სასურსათო მაღაზიაა. მათ 500 და 200 ლარიანი ჯარიმა ვადაგასული პროდუქტით ვაჭრობისა და  მიკვლევადობის წესის დარღვევა გამო დაეკისრათ.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა.

ლიპარტელიანის ინფორმაციითვე, საერთო ჯამში, გეგმურად თუ არაგეგმურად რუსთავში 30, ქვემო ქართლში კი 80 ობიექტი შემოწმდა, აქედან 7 ობიექტი სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა, ორი კი კრიტიკული შეუსაბამობის გამო დაიხურა. სხვადასხვა ობიექტიდან აღებულია 18 სახის ნიმუში.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები