პარაპლანის ჩამოვარდნას ერთი პირი ემსხვერპლა

2022-05-02 12:48:27

გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულია უკრაინელი პილოტი, ასევე დაშავდა მასთან ერთად მყოფი პიროვნება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.