"დღეს, 2 მაისიდან, ყველა რეგულაცია იხსნება, პირბადეების გამოყენება სავალდებულო რჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში" - ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომახე გააკეთა.
პირბადის გამოყენება მოსახლეობისთვის ღია სივრცეში სავალდებულ უკვე აღარ იყო. დღეს გაკეთებული განცხადების საფუძველზე კი ნიღბის გამოყენება სავალდებულო საზოგადოებრივი თავშეყრის, მხოლოდ 2 ადგილზე რჩება.