"სიმშვიდის იმიტაცია" - ასე ჰქვია წიგნს, რომლის ავტორიც რუსთაველი მწერალი, ლიკა ჭელიძეა.
წიგნის პრეზენტაცია დღეს, რუსთავის სამუსიკო სკოლაში მოეწყო.
როგორც ავტორი ამბობს, წინგით სურდა მკითხველისთვის ეთქვა, რომ ცხოვრების ახლიდან დაწყება დიდი ტკივილის შემდეგაც შესაძლებელია.
"ამ წიგნით მინდოდა ადამიანებისთვის მეთქვა, რომ ყოველთვის შეიძლება დიდი ტკივილების შემდეგ ახლიდან დაიწყო ცხოვრება. ყოველი ახალი დღე არის ახალი შესაძლებლობა, სუფთა ფურცელი და შეგვიძლია, რომ თავიდან დავწეროთ ჩვენივე ისტორიებით.
ჩემთვის მთავარი დანიშნულება ამ წიგნს აქვს ის, რომ ადამიანებს მიანიჭოს სიმშვიდე და გამოიყვანოს იმიტორებული სიმშვიდის მდგომარეობიდან", - ამბობს ლიკა ჭელიძე.
წიგნი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იწერებოდა.
პირველ ეტაპზე რუსთაველი მწერლის მიერ შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოების 500 ეგზრმპლარი დაიბეჭდა და მისი შეძენა ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში შეგიძლიათ.