ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, "ბე-ემ-ვეს" მარკის ჯიპი განათების ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.
თვითმხილველის ინფორმაციით, ავტომანქანაში ერთი პირი დაიწვა, მეორე კი მანქანიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინკაში გადაიყვანა.
"ინფო რუსთავი" დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.