უკრაინაში ქართველი სამხედრო დაიღუპა

2022-04-30 11:11:15

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა.

გარდაცვლილი ბატალიონ “კარპატსკა სიჩის” მებრძოლი, 46 წლის ვიტალი ორბელაძეა, მეტსახელად ქართველი.

ის რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმში, 23 აპრილს მოკლეს, თუმცა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელდა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე 10 ქართველი მებრძოლია დაღუპული, მათ შორისაა ორი რუსთაველი, დავით მენაბდიშვილი და ზაზა ბიწაძე.