რუსთავში მამაკაცი დააკავეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, გაგარინის ქუჩაზე, 40 წლამდე მამაკაცი ჭის ხუფის მოპარვას ცდილობდა, რა დროსაც ის პოლიციამ ფაქტზე დააკავა.
ბრალდებულის კუთვნილებაში არსებული ავტომობილის საბარგულიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ჭის ხუფები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-177-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გყლისხმობს.