რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ხანძარი იყო.
ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.
"ინფო რუსთავის" ინფრომაციით, შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.
ადგილზე გამოიძახეს სახანძრო-სამაშველო სამსახური. მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლეს.
თოდრიას ქუჩაზე ასევე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.