თბილისში, პლეხანოვზე ბავშვი დაიკარგა.
მოზარდის დედა მოქალაქეებს შვილის მოძებნაში დახმარებას სთხოვს.
"ჩემი შვილი, ნიკოლოზი, რომელიც აუტისტია, გავიდა სახლიდან და ვერავინ ვერ ვპოულობთ. ყველა, ვინც შემხვდა მეხმარება და გეხვეწებით, ვინც პლეხანოვზე ხართ, იქნებ გამოხვიდეთ", - ამბობს ბავშვის დედა ფეისბუკის პირდაპირ ეთერში.
მისივე ინფორმაციით, ბავშვს ყვითელი ზედა აცვია და სავარაუდოდ, არ აცვია ფეხსაცმელი.
მოზარდის ძებნაში უკვე ჩაერთო პოლიცია.