რუსთავის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ელექტრო ენერგია არ მიეწოდება დავით გარეჯისა და მიმდებარე ქუჩებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, დენი აბონენტებს ავარიულად გაეთიშათ და კომპანიის ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოფხვრისთვის უკვე მუშაობს. მათი თქმით, ელექტრო ენერგიის მიწოდება უახლოეს მომავალში მოხდება.