1 გარდაცვლილი და 3 დაჭრილი

2022-04-27 20:05:07

ისანში, "დირსის" დასახლებაში 4 ადამიანი დაჭრეს, დაჭრილთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

თვითმხილველების განცხადებით, ინციდენტს წინ დაპირისპირება უძღოდა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ.

"4 ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი გარდაიცვალაო. დაზუსტებით არ ვიცი, დაჭრილია მამა-შვილი და ბიძაო. შემთხვევა დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა, დანა გამოიყენეს", - აცხადებენ თვითმხილველები.

დაჭრილები ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს და უწყების ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.