რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ საატომობილო გზის მიმდებარედ გაზის მილი გასკდა და აალდა.
უსაფრთხოების მიზნით ამ დროისთვის გზაზე საავტომობილო გადაადგილება გაჩერებულია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მეხანძრეები გაზის მილის გადაკეტვას ელოდებიან, რომ მოხდეს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყება.